ახალქალაქი, ქალაქი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადისსაქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.
მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.
No comments:
Post a Comment